მილიონზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა უკრაინაში, - განაცხადა უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მისი თქმით, კიევისა და ხარკოვის მაცხოვრებლებს ურჩიეს, არ იჩქარონ დაბრუნება, რადგან ქალაქებში ვითარებას არ შეიძლება ეწოდოს "სრულიად უსაფრთხო".
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა 6,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, უნგრეთში, მოლდოვასა და სლოვაკეთში წავიდა.
რუსული ჯარები კიევიდან მარტის ბოლოს გავიდნენ და ამ დღეებში მათ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვიდან უკუაგდებენ იქ დაწყებული კონტრშეტევის ფარგლებში.