“რომელ თემაში არის შეცდომა? თუნდაც, 2017 წელს, როდესაც კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გამოიტანა ქართულმა სასამართლომ გადაწყვეტილება. შემდგომ სტრასბურგმა შეაჩერა, საქმის რეზონანსიდან გამომდინარე, აღსრულება.
ხოლო, 2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო კვლავ გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი”, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, გამოძიება დებს სქემას, რომლის მიხედვით მოხდა ,,რუსთავი 2’’ ბიუჯეტიდან თანხების მითვისება.
,,მათ მოუპარავთ ტელევიზია, წაურთმევიათ მესაკუთრისთვის და მედიაზე თავდასხმა რომელია? ფულს რომ მოპარავ მფლობელს, შევარდები და დაუმსხვრევ ყველაფერს, თუ ის, რომ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. გარდა ამისა, გამოძიება დებს სქემას, თუ როგორ მოხდა 7 მილიონამდე ლარის აორთქლება. ის, რაც უნდა მიეღო როგორც შემოსავალი "რუსთავი 2"-ს . "რუსთავი 2" მედია საშუალება არ არის? აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჟურნალისტია, თუ პოლიტიკოსი, ეს არ არის ის გარანტია, რომ მოიპარავს და პასუხს არ აგებს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.