ხვალ, 29 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრში სისხლის ჩაბარების აქციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცსკ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სისხლის უანგაროდ გაღებით, აქციის მონაწილეები შეეცდებიან მცირე წვლილი შეიტანონ სისხლის მარაგის შევსებაში.
აქცია 11 საათზე დაიწყება.