სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველი ჯარისკაცები თამარ მეფის ჯვრით დალოცა.
"დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენს წინაშე თამარ მეფის ჯვარია. ის ჯვარი, რომლითაც ლოცავდა თამარი თავის ქვეყანას და თავის ჯარს. დღეს ჩვენ წირვის ბოლოს დავლოცავთ მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა ჯარსაც. დაგიცვათ და დაგიფაროთ თამარის ჯვარის ძალამ", - ქადაგებს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე.
თამარ მეფის ჯვარი გურიიდან დღეს ჩამოაბრძანეს. დღეიდან, პატრიარქი ყოველკვირას დალოცავს ჯარისკაცებს.