საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.
„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნით ადრე, ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმებულია.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.