ამერიკას შეუძლია და მომხდარა არაერთხელ, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და გადმოიყვანოს "ქართული" ოცნება დროებით მაინც, სწორ რელსებზე, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ აშშ-ის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც 4 ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ელჩს, კელი დეგნანს ხვდებოდა.
როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, დეტალებზე და დიპლომატის პოზიციაზე ვერ ისაუბრებს, რადგან აუდიენცია დახურული იყო და დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ
"მთავარი, რაც მე შემიძლია ვთქვა და გავიმეორეო, მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს არის ნიკას თავისუფლება და ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს და დაუბრუნოს თავისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას შეუძლია და მომხდარა არაერთხელ, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და გადმოიყავნოს "ქართული" ოცნება დროებით მაინც, სწორ რელსებზე.
ელჩის პასუხებთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყივთ, არ მაქვს ამის უფლება. ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.