18 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა.
მრჩეველი შოლე საქართველოში 18-19 მაისს ჩამოვა ქართველ პარტნიორებთან კონსულტაციების გასამართად ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მთავრობის წევრებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
"მათთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ განვითარდეს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ", - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ევროპული ტურნეს ფარგლებში, დერეკ შოლე საქართველოს გარდა, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა.