არასოდეს გაგვიხარდება ვინმეს დაჭერა და დაკავება, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობა. აქ არის მოცემულობა, სადაც კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც დაფიქსირდა და რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, გაიზიარა სასამართლომ და შესაბამისად დადგა ეს შედეგი, - განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.
„მე მოველოდი ამგვარ ისტერიას ადგილობრივი რადიკალებისგან, მათ შორის გარკვეული ენჯეოშნიკებისგან, გარკვეული ფასიანი ლობისტებისგან და საელჩოების გარკვეული წარმომადგენლებისგანაც. ზუსტად იგივე ხელწერაა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. თუ გაიხსენებთ მაშინაც ამბობდნენ, რომ თურმე სახელმწიფო ართმევს „რუსთავი 2“-ს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვარამიას, რომ თურმე დიქტატურა მყარდება, დემოკრატია მოკვდა და აპოკალიფსი დაიწყო. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ არის ეს სწორი არგუმენტი. დღეს გვაქვს სხვა თავისუფლება. ერთი ტელევიზიის ადგილას შეუძლიათ ერთ საათში გახსნან 5 ან 10. ვინ ინტერესშია ეს? ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით. სანამ სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ ბეჭედი არ დაუსვა, მანამდე გვახსოვს ეს ისტერია, ზუსტად ანალოგიურად მსგავსი. შემდეგ უვე ყველა გაჩუმდა, როგორც შიგნით ასევე საგარეო ველზეც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.