პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა.
"არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა, მანამდე გაჰკიოდნენ. ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი და ა.შ. ეს მათი უფლებაა. თუ ვინმეს აქვს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება, აგერ არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს თავისი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და შეუძლიათ, ქვეყანა ლაფში ამოსვარონ. ჰგონიათ, თუ ქვეყანას აგინებენ, ქულებს დაუწერენ. „რუსთავი 2“-ის თემები გადაახვიეთ და ნახავთ, რომ იგივე განცხადებები ჰქონდათ. ეს საქმე გაასაჩივრონ და ვნახოთ, რა იქნება – აგერ თქვენ, აგერ მე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.