დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის #1 საჯაროს სკოლაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის საერთაშორისო ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, მერიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე უწმინდესი ფონდის საპატიო თავმჯდომარედ დასახელდება.
ფონდის დაფუძნების მიზანი ხევის აღორძინებაა. ფონდის ეგიდით, მომავალში კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების მოწყობა იგეგმება.