დღეიდან, 20 ნოემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც მაღალ მთაში მოთოვს.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში გავრცელდება შავის ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასები, რის გამოც ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. გაძლიერდება ქარი. მთაში შესაძლოა წვიმა თოვლის ნალექში გდაიზარდოს. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქიც.
აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები დღის მეორე ნახევრისთვის შემოიჭრება. მოსალოდნელია წვიმა და ქარი. მთაში წვიმის ნალექი თოვაში გადავა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მოსალოდენლია ქარბუქიც.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 13 გრადუსია ნავარაუდევი. შემდგომ კი მკვეთრად დაიკლებს.
ასეთი ამინდი შესაძლოა 21 ნოემბერსაც შენარჩუნდეს. ღამით ნალექი დაიკლებს, თუმცა დღისით ჰაერის ტემპერატურა დაბალი დარჩება.