ხორვატიის პარლამენტმა დამტკიცა კანონპროექტი ევროპის ერთიან ვალუტასთან შეერთების შესახებ. ამრიგად, უკვე მომავალ წელს ხორვატია ევროზონის მეოცე ქვეყანა გახდება.
ევროზე გადასვლას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 13-მა მისცა.
ევროს მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ ახლა ამის შესაფერისი დრო არ არის, რადგან მათი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება სიღარიბის ზრდას გამოიწვევს.
თავის მხრივ, ხორვატიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ევროს შემოღება ქვეყნისთვის დადებითი ნაბიჯი იქნება. მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყანა შესაძლებლობას მისცემს აღმოფხვრან სავალუტო რისკები, შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები, გაზარდონ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგები და მიიზიდონ მეტი ინვესტიციები.
კანონის თანახმად, ხორვატია უკვე 5 სექტემბრიდან შეძლებს საქონლის ფასების გადარიცხვას ორივე ვალუტაში. ქვეყანაში ორივე ვალუტა პარალელურად მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.