საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, ქალი პოლიტიკოსი ქილიკისა და დაცვის საგნად იყო ქცეული. ამის შესახებ წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გავიხსნებ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო, პირდაპირ უნდა ითქვას, მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით, ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო წინა ხელისუფლების მიერ მიღებული, რომელიც უზრუნველყოფა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურში და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში", - თქვა წულუკიანმა.