დღეს, 20 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედექალაქის მერი გიგი უგულავა ეწვევა. უგულავა და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე უნივერსიტეტის ეზოში მდებარე საფეხბურთო მოედანს გახსნიან. სტუმრები შეხვდებიან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
საფეხბურთო მედანი თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო.