პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების პირველად დადასტურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩრდილოთ კორეაში პირველად დაადასტურეს კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებიც.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ვირუსით ინფიცირების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
ფხენიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულია 350 000-მდე ადამიანი.
როგორც იუწყებიან, დაავადებამ "სწრაფი გავრცელება" აპრილის ბოლოდან დაიწყო. სააგენტო შექმნილ ვითარებას აღწერს, როგორც "სერიოზული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში".
ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეი ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის მასშტაბით "ლოკდაუნის" გამოცხადების განკარგულება გამოსცა.
პანდემიისგან თავის დასაცავად, ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ქვეყნად ითვლება, საზღვრები საგულდაგულოდ ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში დახურა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაუძლურებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ვირუსის ასეთი მასშტაბით აფეთქება სერიოზული გამოწვევა იქნება.
ჩრდილოეთ კორეაში 25 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში არ ჩატარებულა, რადგან ფხენიანი ყოველთვის უარყოფდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადებას ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.