რუსი ოკუპანტები "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობას არ წყვეტენ. დილიდან რუსეთის ძალები ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრო ანდრიუშჩენკოსა და უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ადგილობრივების ევაკუაციის ღონისძიებების ფონზე მოსალოდნელია [რუსების მიერ] ცეცხლის გაძლიერება უახლოეს პერიოდში", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ამასთან, მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, ოკუპანტები "აზოვსტალის" ქარხანში შეჭრას სახმელეთო გზით ცდილობენ. მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს რუსი სამხედროები როგორ გადაადგილდებიან ქარხნის ტერიტორიაზე.