12 მაისს, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების დადასტურების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ 8 მაისს ფხენიანში ცხელების მქონე პაციენტებისგან აღებული ნიმუშები ვირუსის ომიკრონი ვარიანტის იდენტური იყო.
იუწყებიან, რომ ფხენიანმა ვირუსის გავრცელების აღკვეთი მიზნით, ქვეყანაში "მაქსიმალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა".
ვირუსის შემთხვევების დადასტურებასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დაუყოვნებლივ მოიწვია პოლიტბიუროს სხდომა და საზღვრების კიდევ უფრო გამკაცრების განკარგულება გასცა.
კიმ ჩენ ინი მოსახლეობას "მოულოდნელი კრიზისის" დაძლევას დაჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის განმავლობაში, ფხენიანის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეაში ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.