უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან ხერსონის ოლქში 20 დასახლებული პუნქტის გაათავისუფლეს. ამის შესახებ 11 მაისს ბრიფინგზე ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ განაცხადა.
"ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დნიპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქების საზღვარზე. დნიპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან - დიდება უფალს, დიდება ჩვენს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - გვაქვს უკვე 20 გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი სამ ტერიტორიულ თემში - ვისოკოპოლის, ნოვოვორონცოვისა და კოჩუბეევის", - თქვა ლაგუტამ.
მისი თქმით, იქ სადაც შესაძლებელია, აღდგა მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობს უკრაინის სახელმწიფო ორგანოები, გაიცემა პენსიები, შექმნილია ჰუმანიტარული შტაბი.
რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში 24 თებერვალს ანექსირებული ყრიმიდან შევიდნენ.
23 აპრილს უკრაინის არმიამ სამხრეთით ოკუპანტების შეტევა მოიგერია და ხერსონის ოლქის რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალემა დაიბრუნეს კონტროლი ოთხ დასახლებულ პუნქტზე მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ხერსონის ოლქის "ახალმა ხელისუფლებამ", რომელიც რუსი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ოლქის რუსეთთან მიერთების თხოვნით მიმართოს. ამის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია ხერსონს გაათავისუფლებს.
ფოტო: არქივი