საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დამაბნეველსა და უსაფუძვლოს უწოდებს.
კელი დეგნანმა, მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ "შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის იძულებული გახდეს, შანტაჟის შედეგად ჩაერთოს პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოს ომში".
"კრედიტ სვისთან" დაკავშირებით, სჯობს, "კრედიტ სვისს" ჰკითხოს, კერძო კომპანიაა და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება "კრედიტ სვისში"... ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან უსარგებლოა. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა. ახლა ის დროა, როცა საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა. ახლა ერთობის დროა. მე დამაბნია ამ კომენტარის შინაარსმა და ვერ განგიმარტავთ, უკაცრავად", - თქვა აშშ-ის ელჩმა.