საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრის შესახებ საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია "ქრისტიან-დემორატების" წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა, მგზავრობის 10 თეთრით გაზრდა თბილისის მაცხოვრებელთა ყოველთვიურ ხარჯებს საგრძნობლად ზრდის.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ამ საკითხზე კვლევა ჩავატარეთ და როგორც აღმოჩნდა, გაძვირებული ტარიფის ფონზე ჩვენს მოსახლეობას ექნება იძულება გადაიხადოს და გაიღოს იმდენივე ხარჯი, რასაც იხდის გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის თუ სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები", - აცხადებს გაბუნია.
საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ არც სხვა ოპოზიციური ფრაქციები.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრის შესახებ საკითხის განხილვა და კენჭისყრა თბილისის საკრებულოში 29 ნოემბერს არის დაგეგმილი.