შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის აქტს, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.
"ხელს ვაწერ კანონპროექტს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა დაიცვან თავიანთ ქვეყანა და დემოკრატია პუტინის ომის წინააღმდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებსა და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინის მხარდასაჭერად ასეთ დროს. ყოველდღიურად უკრაინელები თავიანთი სიცოცხლის ფასად იბრძვიან რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ. ბრძოლის საფასური ცოტა არ არის, მაგრამ აგრესიისადმი მიდრეკილების ფასი კიდევ უფრო მეტია, ამიტომაც ვაკეთებთ ჩვენ ამას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დოკუმენტი სახელწოდებით "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" დააჩქარებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
აღნიშნული კანონპროექტი 29 აპრილს დაამტკიცეა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, ხოლო 7 აპრილს სენატმა.
ლენდ-ლიზის პროგრამა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მან საშუალება მისცა ამერიკას, მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო დახმარება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.