27 ნოემბრიდან "ჯი.მარტის" ქვებრენდის სახით, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში", ახალი, ინოვაციური, სწრაფი კვების ობიექტი "პანორამა ბუფეტი" გაიხსნება.
ქართული სწრაფი კვების ბაზარზე ახალი მოთამაშე მუშაობის განსხვავებული ფორმატით იქნება გამორჩეული, რადგანაც მომხმარებლებს, პირველად ექნებათ საშუალება მიირთვან "შვედური მაგიდის" პრინციპით, ადგილზე გააკეთონ არჩევანი 300-მდე დასახელების მზა საკვებისა და საკონდიტრო ნაწარმს შორის, ან ისარგებლონ "თაკე Aწაყ"-ს სერვისით.
"პანორამის" პირველი მომხმარებლები მასმედიის წარმომადგენლები იქნებიან. დილიდან მათთვის საგანგებოდ მოეწყობა კერძების დეგუსტაცია და სახალისო "პანორამა-ტურნირი", 13:00 საათიდან კი ობიექტი მომხმარებლებს უმასპინძლებს.
"პანორამა ბუფეტი" "ჯი.მარტის" ახალი ბრენდია. ობიექტი "ქარვასლაში" მეხუთე სართულზე მდებარეობს და დარწმუნებული ვარ, თავისი გამორჩეული ატმოსფეროთი, ლამაზი ხედით, უგემრიელესი კერძებით და საოცარი ფასებით მომხმარებლების დიდ მოწონებას დაიმსახურებს და თბილისელების უსაყვარლეს ადგილად იქცევა", - აცხადებს "ჯი.მარტის" ქსელის გენერალური დირექტორი ეკატერინე ჩხაბერიძე.
მისი ინფორმაციით "პანორამა ბუფეტის" გახსნაში ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო და 70 ადამიანი დასაქმდა. კვების წარმოების ხაზი კი სპეციალურად მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტმა ააწყო.
"ჯი.მარტის" გახსნისას მომხმარებლებს დავპირდით, რომ მუდმივად სიახლეებს შევთავაზებდით. გავიდა ზუსტად 5 თვე და უკვე ახალი ქვებრენდის პრეზენტაცია გვაქვს. "პანორამა ბუფეტის" 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც მოიცავს ბარს და კაფეს, შვედური მაგიდის განლაგების პრინციპით მოწყობილ ნაწილში მომხმარებლები მსოფლიო სამზარეულოს ყველაზე გემრიელ კერძებს აღმოაჩენენ. "პანორამა ბუფეტ" ასევე კორპორატიული მომსახურების სერვისსაც დანერგავს", - განმარტავს "ჯი.მარტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალია დარჩიაშვილი.
"ჯი.მარტი" ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს მსხვილი ფორმატის სუპერმარკეტებს "ქარვასლასა" და "თბილისი ცენტრალში", თუმცა უახლოეს მომავალში ქსელი თბილისის ცენტრალურ უბნებშიც გაფართოვდება.