საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, ოკუპაციის შემდეგ, არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რას საქართველოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთაგან მიადგა. ამის შესახებ წილოსანმა გადაცემა "დროების" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას - ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - თქვა წილოსანმა.