დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთი აორმაგებს თავის ვალდებულებას უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც კონფლიქტის გამო გამოყოფილი თანხის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ერაყისა და ავღანეთის კონფლიქტების შემდეგ. აღნიშნული თანხა უკრაინას გადაეცემა რეზერვებიდან, რომელსაც ბრიტანეთი საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებს.
"პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში," - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
ამასთან, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები - დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხვალ, 8 მაისს ვიდეოკონფერენციას გამართავენ.