ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსეთმა ოდესის ოლქში ოთხი რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას ადასტურებს ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი.
ბრატჩუკმა მოსახლეობას მოუწოდა არ გადაიღონ და სოციალურ ქსელში არ განათავსონ სარაკეტო დარტყმის ამსახველი მასალა.
„მტერმა ისევ აჩვენა თავისი უზნეო სახე, ჩამოვარდა რამდენიმე რაკეტა. დეტალები ზუსტდება. დეტალური ინფორმაცია გარკვეული დროის შემდეგ გავრცელდება“, - განაცხადა ბრატჩუკმა.