29 ნოემბერს, 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრში სისხლის ჩაბარების აქციას გამართავს.
მასში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები. სისხლის უანგაროდ გაღებით, აქციის მონაწილეები შეეცდებიან წვლილი შეიტანონ სისხლის მარაგის შევსებაში.