გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხეილ სააკაშვილი დანიშნოს. აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის დროს გააკეთა.
გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის პრობლემა დადგება, შესაძლოა, უკრაინამ სააკაშვილის გადარჩენისთვის ასეთ ნაბიჯზე წავიდეს.
„აგერ ,,ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე მიიწვიეს მიშა. თუ ძალიან კრიტიკულად მივიდა სიტუაცია, შესაძლოა, ელჩადაც დანიშნოს უკრაინამ. მერე რას იზამენ? ელჩის დაპატიმრება არ შეიძლება. რას იზამს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი კობახიძე? მე არ ვიძახი ამას, მაგრამ ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს. თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ჩემი აზრით, ეგ საკითხიც დაგება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.