"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს "ქართული ოცნება" რადიკალიზაციისკენ მიდის რაც ამერიკელი და ევროპელი კოლეგებისთვის მიუღებელია.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო არ აცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზად და დაჩქარდეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი
“საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები, რატომ?! ამას აქვს ორი ფაქტორი: პირველი - “ქართული ოცნება” მიდის მეტი რადიკალიზაციისკენ, ის არ გვისმენს ჩვენ, ის არ ასრულებს არაფერს, მას სურს რომ ყველა მოგვნათლოს “ომის პარტიებად”, სასაცილოა უბრალოდ მათი ეს არგუმენტაცია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
მეორე - ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, პოლარიზებას. ყველა შეთანხმების, თანხმობის წინადადებაზე უარს გვეუბნება, მოუსმინეთ ამერიკის ელჩს ის ამბობს, რომ უნდა დავდგეთ ერთად. რას ვამბობთ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი”?! - უნდა დავდგეთ ერთად. ეს არის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნება” პასუხობს, რომ არა და არასდროს. ეს არის მათი პასუხი კობახიძის, მდინარაძის ყველასი აბსოლუტურად და ამაზე ისინი მიიღებენ პასუხს, მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს. იმისთვის, რომ საქართველო არ აცდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ დააჩქაროს “ნატო”-ში ინტეგრაცია ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მე კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ხელისუფლებაა, რადგან ეს განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან კეთდება არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აყენებს საშინელ ზიანს და ყველა შეხვედრაზე რაც კი ვაშინგტონში მქონდა, რომ ჯერ კითხვას მისვამენ, რა ხდება საქართველოში?! რა კავშირი აქვს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან?! რატომ არის თქვენი ქვეყნის მიმართ ასეთი განცხადებები?! ეს ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის არის საშინელი დარტყმა", - გიორგი ვაშაძე