ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "არაშენდას უბნიდან" აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სამინისტროს მიერ გამოსახლების შესახებ არ ადასტურებს.
"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მუხიანის დასახლებაში მდებარე "არაშენდას უბნიდან" დევნილთა გამოსახლებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ ახორციელებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სუბელიანის უწყება საინფორმაციო საშუალებებს სთხოვს, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ და დევნილ მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სუბელიანის უწყებამ არაშენდას უბნის # 10-ში 8 წლის განმავლობაში მცხოვრები დევნილების გამოსახლების პროცესი გაუფრთხილებლად დაიწყო.