Associated Press-ის გამოძიების თანახმად, მარიუპოლში დრამატულ თეატრზე რუსეთის ძალების თავდასხმას გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
Associated Press-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას 600 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემამ თვითმხილველთა სიტყვების, თეატრის სართულების გეგმის, ფოტოებისა და ვიდეოს საფუძველზე შენობის 3D მოდელის რეკონსტრუქცია მოახდინა.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა საველე სამზარეულოში, თეატრთან ახლოს, მათგან არავინ გადარჩენილა. მათ ასევე თქვეს, რომ შენობაში ოთახები და დერეფნები ხალხით გადავსებული იყო - დაახლოებით ერთი ადამიანი ყოველ 3 კვადრატულ მეტრზე.
გადარჩენილების შეფასებით, დაბომბვის დროს შენობაში 1000-მდე ადამიანი იმყოფებდა, მაგრამ არავის უნახავს 200-ზე მეტი გადარჩენილი.
გამოძიება ასევე უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ თეატრი უკრაინის სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა. არც ერთ თვითმხლველს შენობაში არ უნახავს უკრაინელი სამხედროები.
16 მარტს რუსეთის საოკუპაციო არმიამ თეატრში მძლავრი ბომბი ჩამოაგდო, სადაც თავს ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. მარიუპოლის საქალაქო ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა.