„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ოთხშაბათს, 4 მაისს რუსები ქარხანში შეიჭრენენ. ამ დროისათვის „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ დამცველებთან კავშირი არ არის.
ბლოკირებულ მარიუპოლში რუსეთის ძალები მეორე დღეა "აზოვსტალის" ქარხნის შტურმს ახორციელებენ, სადაც იმყოფებიან უკრაინელი დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ჯერ კიდევ არ მომხდარა.
შტურმი 3 მაისს მშვიდობიანი მოქალქეების ნაწილის ევაკუაციის შემდეგ დაიწყო.