2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია # 1325-ის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში და ჰაინრიჰ ბოილის ფონდი წარმოადგენს გ. გლასერისა და დ. შვაიგერის ფილმის - "ფერფლიდან აღმოცენება" - პრემიერას.
ოცი წლის განმავლობაში, უგანდის ჩრდილოეთ ნაწილში სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა. ახლა ომით განადგურებული რეგიონის სოციალური მდგომარეობის აღდგენას ქალები უნდა ჩაუდგნენ სათავეში.
2006 წელს უგანდაში 20-წლიანი კონფლიქტი მთავრობასა და "უფლის წინააღმდეგობის არმიას" შორის დასრულდა. მიუხედავად ამისა, ცეცხლი რეალურად შეწყვეტილი არAარის. ჩრდილო უგანდელი ქალები გენდერული თანასწორობისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძვიან.
"გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ქალებს, რომლებიც, თითქმის უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან და ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობენ. კონფლიქტის განახლების მუდმივი საფრთხეა მათ ვერ შეაჩერებს", -აღნიშნავენ გრეგორი გლასერი და დავიდ არნო შვაიგერი.
დოკუმენტური ფილმი ასვტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ქალთა გაძლიერება მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში ქეა ავსტრიისა და სანჩო პანსა ფილმ ფროდაქშენის მიერ შეიქმნა. მასში ჩრდილო უგანდაში მცხოვრებ ქალთა ცხოვრებისეული ისტორიებია ნაჩვენები.
ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურ და ადგილობრივ ენებზე ინგლისური სუბტიტრებით.
ფილმის ჩვენება "ქალთა შესაძლებლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის" პროექტის ფარგლებში გაიმართება. პროექტს ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში და აფინანსებს ევროკავშირი ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით.