მარიუპოლში "აზოვსტალზე" რუსი ოკუპანტების შტურმი მიმდინარეობს. ინფორმციას "უკრაინსკა პრავდასთან" ადასტურებს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.
"მთელი ღამე ავიაბომბებით გვბომბავდნენ, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - ორი ქალი, ამჟამად მიმდინარეობს "აზოვსტალზე" შტურმი", - ამბობს პალამარი.
პალამარის თქმით, ოკუპანტები ამ წუთებში ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას.
"ვიცით, რომ პრეზიდნეტს ინფორმაციას აწვდიან მარიუპოლში არსებულ სიტუაციაზე და მას ხელი მაჯისცემაზე უდევს. ამიტომ მისგან ველოდებით მკვეთრ მოქმედებებს, რადგან ვითარება ძალიან რთულია", - უთხრეს მარიუპოლის დამცველებმა "უკრაინსკა პრავდას".
"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციის შემდეგ, 2 მაისს ოკუპანტებმა გააგრძელეს ქარხნის დაბომბვა, რომელსაც თავს ასეულობით სამოქალაქო პირი და უკრაინის დამცველი აფარებს. ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი.