გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბუნდესვერის საცავიდან (ფედერალური შეიარაღებული ძალები) უკრაინისთვის Panzerhaubitzen 2000 ტიპის ჰაუბიცების გადაცემის შესახებ. ინფორმაციას გამოცემა Die Welt წყაროზე დაყრდნობით ავრცლებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადწყვეტილება ხელისუფლებამ ბუნდესვერის სამხედრო ხელმძღვანელობის რჩევის მიუხედავად მაინც მიიღო. ისინი [ბუნდესვერის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები] მანამდე აღნიშავდნენ, რომ 119 Panzerhaubitzen 2000 ტიპის ჰაუბიციდან მხოლოდ 40-იყო საბრძოლო მზადყოფნაში, რაც გერმანიის საკუთარი საჭიროებისათვის შეუცვლელ შეიარაღებას წარმოადგენდა.
Panzerhaubitzen 2000 - მძიმე საარტილერიო სისტემებია, რომელსაც შეუძლია სროლა 40 კმ-ის მანძილზე.
მანამდე ნიდერლანდები კიევს ამავე 5 ჰაუბიცის მიწოდებას დაპირდა.
უკრაინელი სამხედროები ამ სისტემების გამოყენების სწავლებას გერმანიაში გაივლიან.
გასულ კვირას პირველად, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 50 საზენიტო თვითმავალი სისტემების Gepard-ის გადაცემას მხარი დაუჭირა.