ოკუპანტები მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნის დაბომბვას ისევ აგრძელებენ. რუსები იყენებენ სხვადასხვა შეიარაღებას, დაბომბვის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ამის შესახებ უკრაინული მედია "აზოვის" პოლკზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის თანახმად, "აზოვსტალში" ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც ქალაქის ყველა რაიონიდან ჩანს.
მედია იტყობინება, რომ უკრაინელი დამცველები "აზოვის" პოლკიდან ცოცხლები არიან, მათ ბომბავენ, მუშაობს მტრის არტილერია და ავიაცია.
აზოველები ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და მტერს წინააღმდეგობას უწევენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დონბასისთვის ასეთი უბედურება არავის მოუტანია, როგორც რუსეთს, რადგან მხოლოდ მარიუპოლში ოკუპანტებმა ათი ათასობით ადამიანი მოკლეს.