რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. იტყობინება ადგილობრივი მედია ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა. ასევე არიან სხვა დაღუპულები და დაშავებულები.
"მტერმა ოდესის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, სამწუხაროდ არის დაღუპულები და დაჭრილები. ამას ასე არ დავტოვებთ", - წერს მარჩენკო.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსული რაკეტა მართლმადიდებლურ ტაძარს მოხვდა.