საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ საზოგადოებას რამადან-ბაირამს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს – საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს!
სულიერი განწმენდის, ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომისა და მიტევების ეს დიდი ისლამური დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.