საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.
ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.