"აზოვის" პოლკმა "აზოვსტალის" ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის კადრები გაავრცელა.
მოქალაქეთა ევაკუაცია გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
"ვერხოვნა რადას" ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, ევაკუაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე ყველას არ გადაარჩენენ.
"ეს შესაძლებელი გახდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტის ოფისის შეთანხმებული მუშაობის შედეგად, რომელსაც კოორდინაციას უწევდა ანდრეი ერმაკი. მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა დენის პროკოპენკომ და "აზოვის" პოლკმა", თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ და ირინა ვერეშჩუკმა. მადლობა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მხადაჭერისთვის. ბევრი ადამიანი მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. მუშაობა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ჩვენს ხალხს არ გადავარჩენთ", - განაცხადა არახამიამ.