გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან, "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.
მოსახლეობის ევაკუაციის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე ადამიანის პირველი ჯგუფი უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე მიემართება. ხვალ მათ ზაპორიჟიაში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".
რუსი სამხედროების მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან მშვიდობიან მოსახლეობის ევაკუაცია 30 აპრილსაც განხორციელდა. "აზოვსტალის" ქარხნიდან დაახლოებით 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს.