"უკრაინას შეუძლია გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება მაქსიმალურად სწრაფად", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა უკრაინულ РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები ომის დაწყებიდან აცხადებდა, რომ ეს უნდა იყოს პუტინისა და მისი არმიის სტრატეგიული დამარცხება და "ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს".
"თუ პუტინი კვლავ გააგრძელებს დაჟინებით მოითხოვოს უკრაინის დანებება, მაშინ უკრინა გააგრძელებს ბრძოლას და ჩვენ გავაგრძელებთ [უკრაინის] დახმარებას, სანამ ამ ბრძოლას არ მოიგებს", - თქვა ნულანდმა.
ვიქტორია ნულანდის თქმით, აშშ და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის იმ დახმარების გაწევას, რაც მათ ომში გასამარჯვებლად სჭირდებად.
"ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იბრძვის უკრაინა წარმოუდგენლად გაბედულად, ვხედავთ თუ რა ზარალს განიცდის ის, მაგრამ ასევე ვხედავთ რუსული მხარის უზარმაზარ დანაკარგებს. ჩვენ ვხედავთ მათ განადგურებულ აღჭურვილობას. ჩვენ ვხედავთ, როგორ კარგავენ უამრავ ტანკს, თანამედროვე სისტემებს, ავიაციას, იარაღს, რომელსაც პუტინი ვერ შეცვლის, რადგან ამაში მას არავინ ეხმარება. მას არ ჰყოფნის რუსი ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ ამ საშინელ, ბოროტ, სასტიკ, ამორალური ომი. გამომდინარე ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება მაქსიმალურად სწრაფად", - თქვა ნულანდმა.