რუსმა ოკუპანტებმა 28 აპრილს მარიუპოლში, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ინფორმაციას "აზოვის" პოლკი Telegram-ზე ავრცელებს.
"მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო საველე ჰოსპიტალს, სადაც იმყოფებოდნენ დაჭრილი დამცველები, რუსები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ მრავალტონიანი ავიაბომბებით, შემდეგ აგრძლებდნენ ნანგრევების დაბომბვას საზღვაო არტილერიიდან. დაჭრილ სამხდროებს შორის არიან დაღუპულები და ხელახლა დაჭრილები", - აცხადებს "აზოვის" პოლკი.
დამცველების თქმით, მტრის იერიშის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა იმ ადგილას, სადაც საოპერაციო განყოფილება მდებარეობდა.
"აზოველებმა" გამოაქვეყნეს ვიდეოც, რომელიც დაბომბვის შემდეგ არის გადაღებული.
კადრებში ჩანს როგორ ამოჰყავთ ნანგრევებიდან დაღუპულები, რომლებიც ჰოსპიტალში მძიმე ჭრილობებით იწვნენ და როგორ უწევენ პირველად დახმარებას დაშავებულებს.