UNDP- გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტი ადვოკატთა ასოციაციების საჭიროებათა შეფასების სფეროში პეტერ ედვინ ჯილ ჰოსკინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა 2011 წლის გეგმებზე და პრიორიტეტებზე. Dდაგეგმილია განგრძობადი იურიდიული განათლების დანერგვა, ბიბლიოთეკის შექმნა, რეგიონული ოფისების გახსნა. ზაზა ხატიაშვილმა სტუმარს გააცნო ადვოკატთა კორპუსის მძიმე სამართლებრივი მდგომარეობა.
ექსპერტი დაინტერესდა ადვოკატის მიერ საქმისწარმოების პროცედურით, ადვოკატად ჩამოყალიბების საფეხურებით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულებით, ეთიკის კომისიის ფუნქციებით, აღმასრულებელი საბჭოს მოვალეობებით და საქმიანობით.
ბატონი ჰოსკინგი რამდენიმე მიმართულებით შეაფასებს ასოციაციის საქმიანობას, ეს არის ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის გზები, პროფესიული თავისუფლების და გარანტიების ხარისხი, ყველა წინაპირობა, რომელიც ხელს უშლის ან უწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებას, Aადვოკატის სტატუსი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
შეხვედრა დაგეგმილი იყო UNDP- გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის მიერ ბრატისლავაში, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციების დახმარებას ხარვეზების და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, ცენტრალურ აზიასა და კავასიაში.