ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდას დათანხმდა
კანცლერის განცხადებით, რუსული გაზის საფასურს რუბლით არ იხდის და ეს რუსული მედიით გავრცელებული ყალბი ცნობებია.
„სანამ აქ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროთი გააგრძელებს. ავსტრია მკაცრად იცავს ევროკავშირთან ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს“, - დაწერა კარლ ნეჰამერმა Twitter-ზე.
მანამდე, რუსლმა სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვისტიმ“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად თითქოს ავსტრია გაზის საფასურის რუბლით გადახდას დათანხმდა.
რუსეთმა 27 აპრილს პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ.