გერმანიის მთავრობა აპირებს დაამტკიცოს უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის Gepard-ის მიწოდება, ამ ტიპის იარაღის მწარმოებლის (Krauss-Maffei Wegmann (KWM) - საწყობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Deutsch Welle, რომლის თანახმად ფუნდამენტური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ფორმალურად ის შეიძლება დღეს გამოცხადდეს.
საუბარია ბუნდესვერის ყოფილ არსენალში არსებულ შეიარაღებაზე. კომპანია KMW-ს ფლობს რამდენიმე ათეულ ასეთ დანადგარს. Gepard-ის ტიპის დანადგარები, რომელიც 1970-იანი წლების ტექნიკაა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად 3 კმ-ის სიმაღლეზე, ასევე სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთქმედებით.