საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ტრანსპორტის ტარიფის გაძვირებას აპირებენ.
თბილისის საკრებულომ 29 ნოემბერს უნდა განიხილოს "რეგულირებად-ეკონომიკურ სფეროში ტარიფის შესახებ" გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაგეგმილია ფასების მომატება 10 თეთრით.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, საკრებულოს თავჯდომარის მოადგლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ქალაქის მთავრობის დაპირების მიუხედავად ტრანსპორტზე ფასი მაინც იზრდება.
"მიუხედავად იმისა, ქალაქის მთავრობა გვპირდებოდა მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებას ეს დაპირება დაპირებად რჩება. მთავრობამ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი გაზარდა 25 % - ით. ასე რომ მოხდა პირდაპირ და არაპირდაპირად ფასების ზრდა. თითოეული თბილისელი თავის ჯიბეზე გრძნობს ამას. აქამდე თუ ერთი ტრანსპორტის გამოცვლა ესაჭიროებოდა მოქალაქეს, ახლა ქალაქის ცენტრში რომ მოხვდე ორი ან სამი ავტობუსის გამოცვლაა საჭირო. თუ ვიხდიდით 40 თეთრს, ეხლა უნდა გადავიხადოთ 50 თეთრი. მთლიანობაში ერთი მიმართულებით მგზავრობა ჯდება 0.80-დან 1 ლარამდე. ჩვენი ფრაქციისთვის დაუშვებელია ამ სოციალური პირობების ფონზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდა", - განაცხადა ჯაბა სამუშაომ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.
ფრაქცია "ქრისტიან - დემოკრატები", დღეს სამ საათზე მერიაში, უგულავას უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.