კიევში სახელს გადაარქმევენ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებაც რუსეთს დაკავშირებულია რუსეთთან და ბელარუსთან.
უკრაინის დედაქალაქის მთავრობა ასევე აპირებს აიღოს რუსეთის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ძეგლები. ასეთი ქუჩების რაოდენობა 300-მდეა, ძეგელბის კი 60.
ამის შესახებ "უკრაინსკა პრავდას" კიევის საკრებულოს მდივანმა ვოლოდიმირ ბონდარენკომ განუცხადა.
"ამჟამად ვაგროვებთ წინადადებს ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ. სამუშაო ბევრია. იდენტიფცირებულია 279 ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია აგრესორ ქვეყანასთან და მის მოკავშირეებთან. მაგრამ შესაძლოა, მეტი იყოს. ჩვენ ველოდებით წინადადებებს მოსახლეობისგან", - განაცხადა ბონდარენკომ.
კიევის ცენტრში აპრილის ბოლომდე დემონტაჟი გაუკეთდება ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ ორი მუშის სკულპტურას, შემდეგ კი თაღის დემონტაჟიც მოხდება.