საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება რუსეთის საჰაერო იერიშებს, რომელსაც ის აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, უკრაინაში ახორციელებს.
"აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის…. აღდგომა დღეს უკრაინაში, მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი", - წერს სალომე ზურაბიშვილი და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ასახულია ინფორმაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალების გავრცელების შესახებ.