შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ევროპეისკაია პრავდასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მუშაობს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ მეტი რეაქტიული სისტემები მიიღოს.
ნულანდის განცხადებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე საარტილერიო სისტემა აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტის შემადენლობაშია.
მან ასევე ისაუბრა უკრაინული თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნის საკითხზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს რამდენიმე სახელმწიფო, უკრაინას აწვდის კომპონენტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას ჰაერში მეტი თვითმფრინავი ჰყავდეს.
"და ახლა თქვენ გყავთ მეტი თვითმფრინავი მზადყოფნაში, ვიდრე ერთი კვირის წინ, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ მიიღეთ მოკავშირეებისგან სთადარიგო ნაწილები [თვითმფრინავებისათვის]... ამრიგად, აბსოლუტურად ნათელი რომ გახდეს, ჩამოვთვლი: ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უკვე მოწოდებულია, არიან მოკავშირეები, რომლებიც მუშაობენ თვითმფრინავებზე, ამის გარდა სამხედრო თვითმფრინავებისათვის არსებობს სათადარიგო ნაწილების უდიდესი რაოდენობა, რომელიც უკვე ცვლის სიტუაციას", - განუცხადა ნულანდმა გამოცემას.