უნივერსიტეტში რექტორობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. აქ ერთი პოსტისათვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. ალექსანდრე კვიტაშვილს, გიორგი ლალუაშვილს, მარიამ ცაცანაშვილს, ნიკოლოზ ლელუაშვილს, გიორგი ჭინჭარაულსა და თეიმურაზ ურუშაძეს შორის არჩევანი აკადემიურმა საბჭომ უნდა გააკეთოს.
უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა თანამდებობიდან რექტორი გია ხუბუა გადადგა. ამჟამად რექტორის მოვალეობას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ასრულებს.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს 27 დეკემბერს აირჩევს.